აშშ-მა უკრაინას რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად 700 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად 700 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას რუსული აგრესიის შედეგების დასაძლევად 700 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გამოუყოფს 325 მილიონ დოლარს ელექტროქსელების შესაკეთებლად, 290 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით და 100 მილიონ დოლარზე მეტს განაღმვითი სამუშაოებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და G7-ის სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ უკრაინას აღდგენისა და თავდაცვითი ძალისხმევისთვის.