პერუს ყოფილი დიქტატორი ალბერტო ფუხიმორი 86 წლისა გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. მისი ექიმის თქმით, ის „ენის კიბოს“ ემსხვერპლა.
ფუხიმორი პრეზიდენტის პოსტს 1990-2000 წლებში იკავებდა. 2007 წელს მას ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში დასდეს ბრალი და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობაში ფუხიმორიმ 16 წელი გაატარა, 2023 წელს კი ციხიდან გამოვიდა და 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.