აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-მა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

სასანქციო სიაში ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირია შეყვანილი ირანიდან და რუსეთიდან, ასევე ოთხი ხომალდი, რომლითაც თეირანი აწვდიდა იარაღს, მათ შორის დრონებს, რუსულ მხარეს.

აშშ-მა ასევე დაუწესა დამატებითი შეზღუდვები ირანულ ავიაკომპანია Iran Air-ს, რათა შეზღუდოს მისი საზღვარგარეთ ოპერირების შესაძლებლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების პარტია.

„რუსეთმა ამ ბალისტიკური რაკეტების პარტია უკვე მიიღო, და, როგორც ჩანს, რამდენიმე კვირაში მათ უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - თქვა ბლინკენმა.