ღაზის სექტორის რაფაჰის რაიონში დაშვების დროს ისრაელის თავდაცვის არმიის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ვერტმფრენით დაჭრილი ებრაელი ჯარისკაცის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ხდებოდა. წინასწარმა მოკვლევამ დაადგინა, რომ ვერტმფრენისთვის ხმელეთიდან ცეცხლი არავის გაუხსნია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარის ზუსტი მიზეზები დგინდება. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად „ცაჰალის“ ორი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ ოჯახებს უკვე აცნობეს მომხდარის შესახებ.
კიდევ შვიდმა ჯარისკაცმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.