უგანდელი ოლიმპიელი სპორტსმენის, რებეკა ჩეპტეგის ყოფილი ბოიფრენდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თავადაც გარდაიცვალა.
BBC ინფორმაციას იმ საავადმყოფოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც დიქსონ ნდიემას გადარჩენას ცდილობდნენ. კაცს სხეულის 30%-ის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
ინციდენტი კენიაში მოხდა, სადც ჩეპტეგი ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. ნდიემა ჩეპტეგის თავს დაესხა, როცა ის ეკლესიიდან ბრუნდებოდა, საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ წყვილს მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დავა.