ილონ მასკი თვლის, რომ თუ ტრამპი წააგებს, შესაძლოა ეს აშშ-ში ბოლო ნამდვილი არჩევნები იყოს

ილონ მასკი თვლის, რომ თუ ტრამპი წააგებს, შესაძლოა ეს აშშ-ში ბოლო ნამდვილი არჩევნები იყოს

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, შესაძლოა ამის მერე ნამდვილი არჩევნები აღარ ჩატარდეს.

„დემოკრატიული“ პარტიის თითქმის ყველა ლიდერის საჯაროდ გაცხადებული მიზანია დაახლოებით 15 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაცია, რაც შეიძლება მალე, ასევე კიდევ ათეულობით მილიონის შემოყვანა. ეს დაუყოვნებლივ გადააქცევს ყველა მერყევ შტატს „ლურჯად“, [დემოკრატების მხარდამჭერად], როგორც ეს მოხდა კალიფორნიაში 1986 წლის ამნისტიით. ეს ამერიკას მუდმივ ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს“, -დაწერა მასკმა.

მისი თქმით, ეს იქნება ბოლო ნამდვილი არჩევნები, თუ ტრამპი დამარცხდება.