აშშ-ის და ჩინეთის უმაღლესი რანგის სამხედროებმა პირველად მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერთმანეთს ვიდეო ზარის მეშვეობით აშშ-ის ჯარების ინდო-წყნარი ოკეანეს სარდლობის მეთაური, ადმირალი სემ პაპარო და ჩინეთის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაური ვუ იანანი ესაუბრნენ.
საუბრის მთავარ მიზანს სამხედრო ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენდა. როგორც Reuters-ი ამტკიცებს, მხარეებს სურთ მომავალში გაუგებრობებს აარიდონ თავი, განსაკუთრებით ისეთ წერტილებში, როგორიცაა სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანი.
„ორივე მხარემ ერთმანეთს ღრმა მოსაზრებები გაუზიარა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს“, - ციტირებს სააგენტო ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ჩინეთს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანი ეწვია, რომელმაც პეკინში ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან მოლაპარაკებები გამართა.