პარიზში ათასობით ადამიანმა პრეზიდენტ მაკრონის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნა გააპროტესტა

პარიზში ათასობით ადამიანმა პრეზიდენტ მაკრონის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნა გააპროტესტა

პარიზში ათასობით ადამიანმა პრეზიდენტ მაკრონის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნა გააპროტესტა.

საფრანგეთის მთავრობის მეთაურად 73 წლის კონსერვატორი და ევროკავშირის სახელით ბრექსიტის მოლაპარაკებებში მონაწილე ბარნიე პრემიერად 5 სექტემბერს დაინიშნა. პრემიერმა პირველივე ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი მთავრობის შემადგენლობაში არიან როგორც კონსერვატორები, ასევე მაკრონის გუნდის წევრები.