საგანგებო ბრიფინგი საპატრიარქოში და განმარტებები სუროგატ დედებზე (VIDEO)

საგანგებო ბრიფინგი საპატრიარქოში და განმარტებები სუროგატ დედებზე (VIDEO)

საპატრიარქო და დედაეკლესია არ უპირისპირდება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებს - ეს განცხადება დღეს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამა თეოდორემ გააკეთა. "

ამ პატარებს ეკლესიისაგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია." განაცხადა დღეს მამა თეოდორემ საგანგებო ბრიფინგზე და იქვე განმარტა, რომ საპატრიარქოსათვის სუროგაციის მეთოდით განაყოფიერება მისაღები გზა არ არის. "ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს, კათოლიკოს პატრიარქიც და სასულიერო პირები ვალდებულნი არიან ამის შესახებ გააფრთხილონ საზოგადოება, ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს" აცხადებენ საპატრიარქოში.