ჩინეთს სუპერ ტაიფუნი „იაგი“ უახლოვდება

ჩინეთს სუპერ ტაიფუნი „იაგი“ უახლოვდება

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სუპერ ტაიფუნი „იაგი“ უახლოვდება.

BBC-ს ცნობით, სტიქიის გამო ჰაინანის პროვინციაში გაუქმებული ავიარეისები, დახურულია სკოლები. ევაკუირებულია დაახლოებით 400 000 ადამიანი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, „იაგის“ შეუძლია ჩინეთს „კატასტროფული“ ზიანი მიაყენოს. ტაიფუნმა ჩრდილოეთ ფილიპინებს გადაუარა, რის შემდეგაც უფრო გაძლიერდა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს მიუახლოვდა.

სუპერ ტაიფუნი სიმძლავრით მეხუთე კატეგორიის ქარიშხალს უტოლდება. ჩინეთის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დაატყდება თავს.