საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სოფელ ბოდბეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა დასახლება "ქედელებს" ოჯახთან ერთად ეწვია. მინისტრმა თემის ბინადრებს ახალი წელი და დამდეგი შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.
სტუმრებმა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტკბილეული გადასცეს, მასპინძლებმა კი მინისტრს და მის თანმხლებ პირებს ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სისტემატურად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს.