მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.