სად და როგორ გადავიხადოთ პარკირების თანხა მარტივად

სად და როგორ გადავიხადოთ პარკირების თანხა მარტივად

ყველა მძღოლისთვის ნაცნობია ის სავალდებულო გადასახადები, რომელიც ავტომობილის ფლობას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი გადასახადი პარკირებას უკავშირდება. თუმცა მხოლოდ საშვის შეძენა საკმარისი არაა, არასწორად დაპარკინგების შემთხვევაში ჯარიმას ვიღებთ, თანაც როგორც სტატისტიკა მოწმობს, არც თუ ისე იშვიათად. 2023 წელს, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 380 ათასზე მეტი პარკირების ჯარიმა დაიწერა. გაინტერესებთ სად შეძლებთ ამ ჯარიმების მარტივად გადახდას? 

TBC Pay მძღოლებს საქმეს უმარტივებს

თუ თქვენი ავტომობილისთვის პარკირების საშვის შეძენა გსურთ, ანდაც დაჯარიმდით და მის გადახდას აპირებთ, ამ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად მოაგვარებთ. პარკინგის გადახდა TBC Pay-ის საშუალებით მოსახერხებელი და კომფორტულია. თიბისი ფეის სწრაფი გადახდების ონლაინ სივრცეში შეძლებთ შემდეგი ქალაქების პარკირების საშვის შეძენას -

        თბილისის პარკინგი

        ქუთაისის პარკინგი

        ბათუმის პარკინგი

        ჭიათურის პარკინგი

        გორის პარკინგი

ამ კონკრეტულ ქალაქებში, გარდა პარკირების საშვისა, შეგიძლიათ პარკირების ჯარიმებიც გადაიხადოთ. ამისათვის ავტომობილის ნომერი და ქვითრის ნომერი დაგჭირდებათ. თბილისის პარკინგის შემთხვევაში კი, თიბისი ფეიზე შეგიძლიათ 6 თვიანი და 1 წლიანი საშვის გარდა, ზონალურ-საათობრივი საშვებიც შეიძინოთ.

როგორც ხედავთ, აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ბევრი ძებნა კი არ დაგჭირდებათ - თიბისი ფეის მომენტალური გადახდების პლატფორმა ამ მნიშვნელოვანი გადასახადის სწრაფ გადახდას გთავაზობთ.

კიდევ რას გადაიხდით თიბისი ფეიზე

 ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა სხვადასხვა სახის გადასახადებით თუ ფინანსური ვალდებულებებით. ხან კომუნალურების გადახდა გვიწევს, ხან ამანათის ტრანსპორტირების, ხან სახელმწიფო სერვისების თანხაა დასაფარი და ხანაც თანხა ჩვენი განათლებისთვის გვაქვს შესატანი. ასეთი ათასი გადასახადი გვაქვს. თიბისი ფეიზე კი მართლაც 1000-ზე მეტ სხვადასხვა სერვისის გადახდას შეძლებთ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ვებ-გვერდი, ასევე იოლი და კომფორტული მობილური აპლიკაცია.

თიბისი ფეის გამოყნებით იმარტივებთ გადახდების მოსაწყენ პროცესს, რადგანაც აქ შეგიძლიათ -

        დარეგისტრირდეთ სისტემაში და ისარგებლოთ პირადი კაბინეტით;

        შექმნათ სწრაფი გადახდის შაბლონები;

        დაამახსოვროთ სააბონენტო ნომრები;

        მიიღოთ დავალიანების შესახებ SMS შეტყობინება;

        დააყენოთ ავტომატური გადახდები;

        მიაბათ ნებისმიერი ბანკის ბარათი;

        ისარგებლოთ ელექტრონული საფულით;

        დაამატოთ რამდენიმე გადახდა კალათაში და გადაიხადოთ ერთიანად;

        ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

        დაზოგოთ დრო და გადაიხადოთ წამებში.

თქვენს მიერ გადახდილი თანხა სერვის-ოპერატორთან მომენტალურად აისახება. მიანდვეთ მნიშვნელოვანი გადახდები თიბისი ფეის, სადაც მთავარი პრიორიტეტი სისწრაფე, სიმარტივე და სანდოობაა.