ჯარიმის გადახდა სასიამოვნო საქმე ნამდვილად არაა, თუმცა თუ მაგალითად შსს-ს სტატისტიკას გადავხედავთ, მათი გადახდა მოქალაქეებს საკმაოდ ხშირად გვიწევს. მხოლოდ 2023 წელს 4.5 მილიონზე მეტი საპატრულო ჯარიმა დაიწერა. გაინტერესებთ სად შეგიძლიათ დაფაროთ საპატრულო თუ სხვა სახის ჯარიმა სულ რამდენიმე წუთში? ამისთვის ყველაზე მოსახერხებელ და იოლ გზას გასწავლით. ეს თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სივრცეა.
ყველა სახის ჯარიმა ერთ სივრცეში
ჯარიმის გადახდა გარდაუვალი ფინანსური ვალდებულებაა. მას თავს ვერ ავარიდებთ, თუმცა შეგვიძლია ეს საქმე დამატებით თავის ტკივილად აღარ ვაქციოთ და მისი დაფარვის კომფორტული გზა ავირჩიოთ.
თიბი ფეის მობილურ აპლიკაციაში თუ ვებ გვერდზე ერთ სივრცეში ნახავთ ყველა სახის ჯარიმას. აქ შეგიძლიათ დაფაროთ საპატრულო ჯარიმა, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის თუ სხვა ქალაქების პარკინგის ჯარიმები, გორის ავტობუსის ჯარიმა და ა.შ. ჯარიმების გადახდა ქვითრის ნომრითა და პირადი ნომრით შეგიძლიათ. გადასახდელად კი ნებისმიერ საბანკო ბარათს ან თიბისი ფეის ელექტრონულ საფულეს გამოიყენებთ. ბალანსზე წინასწარ თანხის შეტანით შეგეძლებათ ნებისმიერი გადახდა უმარტივესად, სულ რამდენიმე წამში შეასრულოთ.
რატომ თიბისი ფეი?
თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სივრცეში ჯარიმების გარდა 1000-ზე მეტ სხვა გადახდას შეასრულებთ. ამ სივრცეში ნახავთ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ყოველდღიურდ იყენებთ - კომუნალურები, სასწავლო ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, სახელმწიფო სერვისები, სატრანსპორტო თუ საკურიერო ორგანიზაციები და სხვ.
გადახდების შესრულება შეგიძლიათ როგორც ვებ-გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციიდან, რომელსაც ყველასთვის გასაგები და მარტივი ნავიგაცია აქვს. ძებნის ღილაკის საშუალებით, რამდენიმე წამში შეგიძლიათ საჭირო სერვისი იპოვოთ და გადახდისას მთელი რიგი უპირატესობებით ისარგებლოთ -
• მიიღოთ გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული ქვითარი და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ;
• ნებისმიერ დროს შეამოწმოთ ტრანზაქციების ისტორია, რათა უკეთ გააკონტროლოთ დანახარჯები;
• დაამახსოვროთ სააბონენტო ნომრები, რათა თავიდან აიცილოთ ყოველ ჯერზე ინფორმაციის ხელახლა მოძიება;
• შექმანთ შაბლონები ხშირად გამოყენებული სერვისებისთვის, რათა კიდევ უფრო სწრაფად დაფაროთ დავალიანება;
• ჩართოთ შეტყობინების მიღების ფუნქციას, რათა თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მიიღოთ მოკლე ტექსტურ შეტყობინება, იმისათვის, რომ არასოდეს გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი გადახდები;
• გადაიხადოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს - სახლიდან გაუსვლელად - ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
• და ბოლოს, გადაიხადოთ კვირის ნებისმიერ დღეს, შაბათ-კვირების და უქმეების ჩათვლით - აქ ყველა ტრანზაქცია მომენტალურად სრულდება.
თანხის მომენტალური ასახვა ის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ჯარიმების გადახდას უკავშირდება. ნუ დაკარგავთ დროს თუ თანხას, როცა თიბისი ფეის ონლაინ სივრცე არსებობს.