გიორგი ბოტკოველი: არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება დავით ზურაბიშვილის განცხადება, კახეთი არის გამორჩეულად პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონი

გიორგი ბოტკოველი: არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება დავით ზურაბიშვილის განცხადება, კახეთი არის გამორჩეულად პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონი

არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება დავით ზურაბიშვილის განცხადება, მაგრამ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ კახეთი არის გამორჩეულად პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე დავით ზურაბიშვილის კომენტარს, სადაც დავით ზურაბიშვილი წერს: „კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა – მით უმეტეს, რამდენადაც, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან“.

გიორგი ბოტკოველის განმარტებით, რუსეთი რომ მტერია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული თითოეულ ადამიანს არა მხოლოდ კახეთში, არამედ სრულიად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

„შეუძლებელია, მშრომელი ადამიანი აზროვნებდეს იზოლაციისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. რუსეთი რომ მტერია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ცხოვრობს არა მხოლოდ კახეთში, არამედ სრულიად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. იმ განაჩენში, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება გამოტანილი ქართველი ხალხის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რა თქმა უნდა, კახეთი იქნება გამორჩეულ ადგილზე, რადგან მშრომელმა ადამიანებმა, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ცივილიზაცია და ის ფასეულობები, რომლებისკენაც ჩვენ, ყველანი ერთად მივილტვით“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Gami ერთ სირს, მეორე სირის ნათქვამი არ მოეწონა.. შენ დაუკარ@
3 თვის უკან