ირაკლი ქადაგიშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე: თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე

ირაკლი ქადაგიშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე: თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე

თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ის, დავით ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.

„კლავიატურის იქით გაიხედავ, თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში დაინახავთ, რომ კახეთი მდიდრდება და ეს კახეთის ეკონომიკის, კახეთში მიმდინარე სოფლის მეურნეობის და აგრარული პოლიტიკის, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგია. თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე. ამ რუსული მესიჯის მსხვერპლი არიან უკვე და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოელით აი, ამ რუსული მესიჯის გამო მთელს ოპოზიციას“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მერაბ.g ძალიან ბევრ კახელს ვიცნობ და ხშირად ვარ იქ; რასაც ცოცარი ზურაბიშვილი არაფერთან არაა აზლოს - ვადასტურებ, რომ განცხადებების გამო ხშირად იხსენებენ ბერძენიშვილისა და გვარამიას დედებს და ცოლებს; ასევე ზოგადად მეცოცხეებისას! კახელებს საუკუნის განმავლობაში სისხლი უღვრიათ სამშობლოსათვის და არც იმ სულკურთხეულთა შთამომავლები მიწყდომიან წითელ ხიდს 2008-აგვისტოში!
კახელები პირდაპირი ხალხია და ამბობენ, რომ მეცოცხეების ატანა არა აქვთ, ასევე ფიწრობს ბევრი სხვა მაგრამ საჯაროდ არ ამბობს ჯერ!
3 თვის უკან