პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილები იაფფასიანი პროპაგანდაა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, დახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილები იაფფასიანი პროპაგანდაა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, დახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად

საქართველოს არ სჭირდება დაპირისპირება, დახლეჩა და ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი სიძულვილის კამპანია - სადაც ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ მოსახლეობას თრგუნავენ და აშინებენ, ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური აღსასრული მოახლოებულია, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული გზავნილები, იაფფასიანი პროპაგანდაა, რომელიც მისივე განცხადებით, საზოგადოების დაშინებას, დახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად.

„ერთიანობა ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, შესაბამისად, არჩევანი არის ძალიან მარტივი, ერთიანობა თუ დახლეჩა და დაპირისპირება, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს? დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ძალა, რომელიც ქართველებს ერთმანეთთან აპირისპირებს, ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ისინი გადავლენ პოლიტიკურ ოპოზიციაში.

საქართველოს არ სჭირდება დაპირისპირება, დახლეჩა და ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი სიძულვილის კამპანია.

ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი - ევროპა, განვითარება თუ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს - იზოლაცია, სიღარიბე, უმუშევრობა. რასაც ახლა „ქართული ოცნება“ საუბრობს იაფფასიანი პროპაგანდაა. სამი არჩევნებია, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდება, არაფერს ასრულებს. ახლა პარაზიტობენ მნიშვნელოვან იდეაზე. საქართველოს ერთიანობა დიდი იდეაა და ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, შემდეგ კი აფხაზებსაც კი მოუნდებათ, რომ ქართული - ევროპული პასპორტი ჰქონდეთ და არა რუსული, რომელიც აფხაზებისთვის სიკვდილის ბილეთია.

ხელისუფლება შიშით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება გაკოტრებული და დასრულებულია. ყველა საუბარი, სადაც ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ მოსახლეობას თრგუნავენ და აშინებენ, ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური აღსასრული მოახლოებულია.

მათი ლიდერი ძალიან შეშინებულია და შუშის სარკოფაგით, კოლბით თუ შუშის ჯიხურით მწერებს იგერიებს, ეშინია ივანიშვილის და იმიტომ აქვს კოლბა.

ეს რიტორიკა, რომელსაც ივანიშვილი ავითარებს, ხელისუფლებას არაფერს მოუტანს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მერაბ.g და თქვენი ძვირფასიანი გზავნილები რაა? ვინ ვის შეუძვრება კოალიციაში? აბა ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას დავიცავო ვისაც ეტყვით, ადგილზე გაგიგანიერებთ ყითას!
3 თვის უკან