პრემიერ-მინისტრის მილოცვა პატრიარქს (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრის მილოცვა პატრიარქს (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. მან კათალიკოს -პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა.

"ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს გვყავს ისეთი ბრძენი და ღირსეული პატრიარქი, როგორიც ბრძანდებით თქვენ. თქვენ სასწაული მოახდინეთ ერის სულიერ ცხოვრებაში და ააღორძინეთ ის. მინდა გისურვოთ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე და უახლოეს მომავალში გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება,"- მიმართა პრემიერმა პატრიარქს.

თავის მხრივ პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მილოცვისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

"გადაეცით ხალხს, რომ უფალი მეფობს. უფალი აკეთებს ყველაფერს და მე გისურვებთ თქვენ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით გამთლიანდეს საქართველო და ზეიმით აღვნიშნოთ ეს, "-აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას.