გივი მიქანაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს, კეთროვანის როლში გამოჰყავთ, რეალურად კი „ნაცმოძრაობისგან“ არაფრით განსხვავდებიან

გივი მიქანაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს, კეთროვანის როლში გამოჰყავთ, რეალურად კი „ნაცმოძრაობისგან“ არაფრით განსხვავდებიან

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს და ის კეთროვანის როლში გამოჰყავთ, რეალურად კი „ნაცმოძრაობისგან“ არაფრით განსხვავდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა რთული იქნება, ამიტომ გადაჯგუფებებს მიმართავენ, პრინციპი და თავმოყვარეობა საერთოდ წაშლილი აქვთ, ოღონდ როგორმე გამსვლელ სიაში მოხვდნენ.

„ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს და ეს პარტია კეთროვანის როლში გამოჰყავთ, მაგრამ რეალურად ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაცმოძრაობისგან“. მათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სწორედ ამიტომ ვეძახით. ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ვერავინ აღიქვამს, როგორც „ახლების“ წარმომადგენლებს. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამტარებლები. ისინი ვერ თანხმდებიან ერთიან სიაზე და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცალ-ცალკე ჩამოყალიბდნენ. ხედავენ იმასაც, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა რთული იქნება და ამიტომ გადაჯგუფებებს მიმართავენ. მათთვის პრინციპი და თავმოყვარეობა საერთოდ წაშლილია, ოღონდ როგორმე გამსვლელ სიაში მოხვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ისინი რას წარმოადგენენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მერაბ.g ზუსტად ეგაა თქვენი ხრიკი: აგინებთ ნაცებს და ამ დროს მათთან შეკრული ხართ 2 თვის წინ თქვენი ხმებით რუსთავის საკრებულოს თავ-რე გახდა ნაცი!! რატომ? რატომ დაგახმარათ პარლამენტში ნაცებმა 4 ხმა იუსტიციის საბჭოს 3 წევრის გასაყვანად? ანუ ეს თქვენ ხართ სააკაშვილის პარტნიორი და ჩვენს დაბრმავებას ცდილობთ!
3 თვის უკან