დიდუბის რაიონის გამგეობა ზუგდიდის ქუჩის N12-ის ეზოში ასფალტის საფარს აწესრიგებს. სამუშაოები 1700 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 80 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა, გაკეთდა წყალარინების, წყლისა და სანიაღვრე ქსელები.
ასფალტის დაგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავარადშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.