მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს. 

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეექვსე კორპუსის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყლისა და წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 37 474 ლარს შეადგენს.