დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწესრიგებას განაგრძობს.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეორე კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. სივრცეში კეთდება ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო ზონა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. პროექტის ღირებულება 70 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.