ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება

ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ახორციელებს. დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეშვიდე კორპუსში ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტი თანამედროვე ტიპის ლიფტით ჩანაცვლდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 367 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს დიდუბის გამგეობამ ე.წ კარაჩაროვის ტიპის 2 ლიფტი შეცვალა, ხოლო რეაბილიტაცია 23 ლიფტს ჩაუტარდა. განხორციელებული სამუშაოებისთვის 950 000 ლარი დაიხარჯა.