აშშ ისრაელს 20 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის

აშშ ისრაელს 20 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს 20 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიჰყიდის. 20 მილიარდი დოლარის ფარგლებში საუბარია F-15 გამანადგურებლებზე, ჭურვებზე, ჯავშანმანქანებსა და სხვა ტექნიკაზე.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ F-15-ების წარმოებას დრო დასჭირდება და ისრაელი მათ სავარაუდოდ, 2029 წლიდან მიიღებს, დანარჩენი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება კი 2026 წლიდან დაიწყება.