ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სასამართლომ პრემიერი კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, კერძოდ, მან საკუთარ კაბინეტში სამუშაოდ იურისტი აიყვანა, რომელსაც სასჯელი ჰქონდა მოხდილი.

უძრავი ქონების დარგში მაგნატი ტავისინი ტაილანდის მეოთხე პრემიერი გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტაილანდის კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრემიერი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. მთავრობის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ტავისინი ტაილანდის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა.