როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი საძინებელი ოთახისთვის

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი საძინებელი ოთახისთვის

საძინებელი ოთახისთვის ტელევიზორის არჩევა, მითუმეტეს, თუ ძილის წინ ფილმების ყურებას აპირებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს. სწორად შერჩეული ტელევიზორი უზრუნველყოფს დასვენებას, კომფორტს და მშვიდ ძილს.

სტატიაში გაეცნობი მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, თუ როგორ შეარჩიო ტელევიზორი შენი საძინებლისთვის სწორად.

 ტელევიზორები ეკრანის ზომის მიხედვით, ნებისმიერი ინტერიერისთვის შეგიძლია შეარჩიო Extra-ზე ონლაინ.

როგორია საძინებლისთვის შესაბამისი ეკრანის ზომა?

საძინებელი ოთახისთვის ოპტიმალური ეკრანის ზომა 32-დან 43 ინჩამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია ოთახის კვადრატულობაზე და იმაზეც, თუ რა მანძილი აშორებს საწოლს ტელევიზორის კედლიდან.

საწოლიდან ტელევიზორამდე დასაცავი დისტანცია სამჯერ უნდა აღემატებოდეს ეკრანის დიაგონალის სიგრძეს.

თუ დისტანცია ამ რეკომენდაციას ვერ აკმაყოფილებს, შენივე თვალების ჯანმრთელობისთვის, განიხილე, მაქსიმალურად, მცირე ზომის ტელევიზორი.

რას უნდა მიაქციო ყურადღება ტელევიზორის შერჩევისას

1.      ეკრანის ტექნოლოგია: LED/LCD ტელევიზორები უფრო ბიუჯეტური და  ხელმისაწვდომია, თუმცა, თუ ბიუჯეტი ხელს გიწყობს შეგიძლია შეარჩიო OLED ტელევიზორი, რომელიც სურათის უკეთეს ხარისხს გთავაზობს დაბალი განათების პირობებშიც.

2.      გარჩევადობა: საძინებლის ტელევიზორისთვის Full HD (1080p) გარჩევადობა ხშირად საკმარისია, თუ კონკრეტულად არ ეძებთ უფრო მაღალ გარჩევადობას თამაშებისთვის ან თუ ზიხართ ეკრანთან ძალიან ახლოს. თუმცა, თუ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას და უპირატესობას ანიჭებთ მომავალს, შეგიძლიათ აირჩიოთ 4K გარჩევადობის ტელევიზორი.

3.      ეკრანის განახლების სიხშირე: მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალი განახლების სიხშირე (120 ჰერცი) სასურველია თამაშებისთვის ან სპორტისთვის, საძინებლის ტელევიზორისთვის ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს და ფილმების ყურებისთვის 60 ჰერციანი განახლებაც ოპტიმალური იქნება.

4.      სმარტ ტექნოლოგია: თუ Netflix ან სხვა ფილმების საიტებს იყენებ, უმჯობესია, იყიდო სმარტ ტელევიზორი ჩაშენებული აპლიკაციებით და ზოგადად, ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქციით.

5.      ცისფერი შუქის შემცირება: ზოგიერთ ტელევიზორს აქვს ე.წ ღამის რეჟიმი, რაც არეგულირებს და ამცირებს ცისფერ გამოსხივებას. ეს დაგეხმარება, რომ მინიმუმამდე დაიყვანო თვალის დაძაბვა და გაიუმჯობესო ძილის ხარისხი.

6.      ჩაშენებული ტაიმერი: თანამედროვე ტელევიზორების უმეტესობას აქვს ტაიმერის ფუნქცია, რაც ავტომატურად გათიშავს ტელევიზორს შენ მიერ წინასწარ დაპროგრამებულ დროის ინტერვალში. ეს მოსახერხებელია საძინებელში, რადგან, ადამიანების უმეტესობას, სტატისტიკურად, ტელევიზორის ყურებისას ეძინებათ.

ვფიქრობ, რეკომენდაციები დაგეხმარება ტელევიზორის გააზრებულად შერჩევაში და აირჩევ მოდელს რომელიც იდეალურად მიესადაგება საძინებლის ინტერიერს და შეგიქმნის დასვენებისა და გართობის საუკეთესო გამოცდილებას.