როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

ზაფხულის სიცხისგან თავდასაღწევად კონდიციონერი საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ შიდა სივრცეებში მაქსიმალური სიგრილე და კომფორტულობა უზრუნველყო, აუცილებელია კონდიციონერის სწორად შერჩევა.

თუ რა მნიშვნელოვან ფაქტორებს უნდა მიაქციო ყურადღება, ამას სტატიიდან შეიტყობ.

რა ტიპის კონდიციონერები არსებობს

ინსტალაციის ტიპის მიხედვით, ბაზარზე ვხვდებით სამი სახის კონდიციონერს:

       კედელზე დასამონტაჟებელი სპლიტ სისტემები - შედგება შიდა ბლოკისა და გარე კომპრესორისგან. ისინი უფრო მუდმივი მოწყობილობებია და შეუძლიათ უფრო ეფექტურად აგრილებს დიდი ფართობს

       ფანჯარაზე დასამონტაჟებელი კონდიციონერები - კარგი არჩევანია ცალკეული ოთახების ან მცირე სივრცის გასაგრილებლად

       კოლონური, იგივე იატაკზე დასადგამი კონდიციონერები - მოსახერხებელია კაფე-ბარებსა და რესტორნებში განსათავსებლად

თუ რომელ მათგანზე შეაჩერებ არჩევანს, ეს სრულად შენს საჭიროებებზე და სივრცის დაგეგმარებაზეა დამოკიდებული.

ნებისმიერი კონდიციონერის შემთხვევაში, აუცილებელია:

1.      ზუსტად იცოდე იმ ოთახის თუ სივრცის ფართობი, რომელშიც კონდიციონერის ინსტალაციას გეგმავ. ეს ინფორმაცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ იყიდო კონდიციონერი შესაბამისი გაგრილების მოცულობით და სიმძლავრით

2.      გაითვალისწინო რეგიონი და ის კლიმატი, რომელშიც ცხოვრობ. თუ ცხელ და ნოტიო ზონაში ცხოვრობ, უფრო მძლავრი კონდიციონერის შერჩევა მოგიწევს

კონდიციონერის რეკომენდებული ფართი

პირველი კითხვა, რასაც კონდიციონერის შერჩევისას უნდა უპასუხო რეკომენდებული ფართია. რამდენი კვადრატული მეტრია შენი ოთახი? აირჩიე კონდიციონერი შენი ოთახის ფართობის შესაბამისად.

მიაქციე ყურადღება კონდიციონერის ენერგოეფექტურობას, ხმაურის დონეს, აქვს თუ არა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ფუნქცია ან ჩაშენებული ფილტრები.

ინვერტორული კონდიციონერები

ალბათ, გსმენია ინვერტორული კონდიციონერების შესახებ. ინვერტორული კონდიციონერი მუშაობს ინვერტორულ ძრავზე და შესაბამისად ენერგოეფექტურია.

ბაზარზე ინვერტორული კონდიციონერები შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, თუ სამომავლო პერსპექტივაზე იფიქრებ, ის მნიშვნელოვნად დაგიზოგავს კომუნალურ ხარჯებს და სტანდარტული კონდიციონერებისგან განსხვავებით, უკეთეს გათბობასაც უზრუნველყოფს ზამთარში.

კონდიციონერის ხმაურის დონე:

კონდიციონერის სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა ხმაურის დონე აქვს, რაც ყოველთვის მითითებულია ტექნიკურ მახასიათებლებში. ხმაურის დონე მოცემულია დეციბელებში (dB). თუ კონდიციონერის ინსტალაციას საძინებელში ან სხვა წყნარ სივრცეში გეგმავ, მაშინ ეცადე, რომ მისი ხმაურის კოეფიციენტი დაბალი იყოს.

რომელი ბრენდის კონდიციონერი ჯობია?

ბაზარზე კონდიციონერების მწარმოებელი არაერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც კონდიციონერების დიდ არჩევანს გვთავაზობს.

       Midea

       Samsung

       AUX

       LG

       Gorenje და სხვა

მას შემდეგ რაც, ზუსტად გეცოდინება რამდენი კვადრატული ფართობისთვის გსურს კონდიციონერის ყიდვა, შეგიძლია ერთმანეთს შეადარო სხვადასხვა ბრენდის მოდელები და აირჩიო ის კონკრეტული მოდელი, რომელსაც შენ მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მაქსიმალურად მეტი ფუნქციონალი აქვს.

კონდიციონერების ყიდვა იაფად, ან უბრალოდ, კონდიციონერის ყიდვა განვადებით და საუკეთესო პირობებით ექსტრაზე შეგიძლია. შენაძენს ექსტრას კურიერი მოგიტანს საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე.