დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება, სადაც გამგეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა და მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. სამუშაოები 2500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.