დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მეექვსე კორპუსის მიმდებარედ, ასევე, მესამე კვარტლის 34-ე კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობა. პროექტის ფარგლებში, იცვლება დაზიანებული მავთულბადე, მონტაჟდება კალათბურთის ახალი ფარები, წესრიგდება ფეხბურთის კარები, იღებება მოედნის კარკასი.
სამუშაოების ღირებულება 23 000 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.