iCash Cloud-ზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამაა, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებს - სავაჭრო ობიექტებს, კაფე-ბარებს, რესტორნებს, სილამაზის და მედიცინის ცენტრებს საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.
პროგრამული უზრუნველყოფა წარმატებით ეხმარება ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და ოპერაციების სისწრაფეში, რათა მუდმივად ცვალებად ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანები.
კომპანიის მიზანია დაეხმაროს ბიზნესს პროცესების გამარტივებაში და მიაწოდოს iCash Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამა შეღავათიან ფასად.
რას გთავაზობს iCash-ის POS პროგრამა
POS პროგრამა აერთიანებს ყველაფერს, რაც სავაჭრო ბიზნესში გჭირდება - სწრაფი ანგარიშსწორებით დაწყებული, ზუსტი ინვენტირების მენეჯმენტით და აღრიცხვით დამთავრებული:
iCash-ის პროგრამის ინსტალაცია უფასოა, მარტივია გამოსაყენებლად და მორგებულია ნებისმიერი ზომის სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესის საჭიროებებზე. თავსებადია Windows და Android ოპერაციულ სისტემებთან.
● პროგრამა საშუალებას გაძლევს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აკონტროლო ფინანსური ოპერაციები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
● iCash-ის პროგრამა მუშაობს ინტერნეტის გარეშეც. ეს იმას ნიშნავს, თანამშრომლებს შეუძლიათ გაყიდვა, მაშინაც კი თუ ინტერნეტი გათიშული იქნება
● პროგრამა სრულად დაცული და უსაფრთხოა - აინსტალირებ ერთჯერადად და არ გჭირდება ხელახალი ინსტალაცია
● გექნება საუკეთესო მხარდაჭერა: ქოლ-ცენტრის საშუალებით, ან შეძლებ შენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი iCash-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაშენებულ „დახმარების“ ჩანართში მოძებნო
სავაჭრო პროგრამა iCash გამოირჩევა მარტივი ფუნქციონალით, ხოლო მოწყობილობები მაღალი ხარისხით, გამძლეობით და აქვს 1 წლიანი ოფიციალური გარანტია.
iCash.ge ბიზნესებს 2 ტიპის პაკეტს სთავაზობს
1. iCash ბიზნესი
iCash ბიზნეს პაკეტი შესაბამისია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისათვის. პაკეტის ღირებულება თვეში 40 ლარია, წლიური გადახდის შემთხვევაში კი - 450 ლარი.
● უფასო ტექნიკური მხარდაჭერა
● 1000-მდე პროდუქტი
● ინტეგრაციები
● უფასო ინსტალაცია
● ტრენინგი
● გაყიდვების დაფა
● რეპორტები
2. iCash პრემიუმი
რაც შეეხება iCash პრემიუმ პაკეტს, ის შესაბამისია კაფე-ბარისთვის, რესტორნისა და ნებისმიერი ტიპის საკვები ობიექტისათვის. პაკეტის ყოველთვიური ღირებულება 60 ლარია, ერთ წლიანი პაკეტის შეძენისას კი 680 ლარს გადაიხდი.
პრემიუმ პაკეტს, ბიზნეს პაკეტისგან განსხვავებით მეტი უპირატესობა აქვს და დამატებითი ობიექტებისა და სავაჭრო წერტილებისთვის, თანხის დამატებას და მომსახურებას გაწევას გთავაზობს:
● უფასო ტექნიკური მხარდაჭერა
● ულიმიტო დამატებითი ობიექტები
● ულიმიტო გაყიდვის წერტილები
● ულიმიტო პროდუქტები
● ინტეგრაციები
● უფასო ინსტალაცია
● ტრენინგი
● გაყიდვების დაფა
● რეპორტები
● წარმოება
● ინგრედიენტები/რეცეპტები
● რესტორანი/ღია გადახდები/მაგიდის განლაგება
● სწრაფი კვების მოდული
საქართველოში iCash-ის პროგრამის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია GSN (ჯორჯიან სერვის ნეთვორქი). ორივე პაკეტს აქვს საცდელი ვერსია, რომელიც შეგიძლია გამოსცადო 3 თვის განმავლობაში უფასოდ, ხოლო თუ გაქვს, ან შეიძენ GSN-ში Daisy-ს სალარო აპარატს, 6 თვის განმავლობაში შეძლებ სარგებლობას. იმისთვის, რომ სრულად გაიგო აიქეშის პროდუქტების და სერვისების შესახებ, უნდა ეწვიო ოფიციალურ ვებგვერდს www.icash.ge სადაც გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 500 225.