კამალა ჰარისი: ომი ღაზაში უნდა დასრულდეს

კამალა ჰარისი: ომი ღაზაში უნდა დასრულდეს

აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ომის დასრულების დროა.

„ამ ომის დასრულების დროა. დროა ომი დასრულდეს ისე, რომ ისრაელი დაცული, ხოლო ყველა მძევალი გათავისუფლებული იყოს და პალესტინელების ტანჯვას ღაზაში ბოლო მოეღოს. პალესტინელმა ხალხმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უფლება თავისუფლებაზე, ღირსებასა და თვითგამორკვევაზე“, - თქვა ჰარისმა.

ჰარისმა თავის გამოსვლაში აგრეთვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. მისი თქმით, ცხრათვიანი ომის შედეგები დამანგრეველია.