ნიუ-იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

ნიუ-იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

ნიუ-იორკში, ჯონ კენედის აეროპორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა, მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხანძარი მე-8 ტერმინალის ესკალატორზე გაჩნდა, შემდეგ კი განგაშის სიგნალი ჩაირთო. აეროპორტიდან დაახლოებით 960 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ათი ადამიანი დაშავდა, ოთხი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაკომპანია „ამერიკან ეარლანისმა“ განაცხადა, რომ ინციდენტის გამო, 69 რეისი გაუქმდა, 376 კი გადაიდო. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.