უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პეკინში ჩინელ კოლეგასთან ვან ისთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოსკოვის მხრიდან მზაობას ჯერჯერობით ვერ ხევად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„დმიტრო კულებამ [ვან ის] გააცნო უკრაინის თანმიმდევრული პოზიცია, რომელიც გულისხმობს შესაბამის ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას, თუ რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა არ შეინიშნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კულება პეკინში უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გუშინ ჩავიდა. ჩინეთის დედაქალაქში მან მოლაპარაკებები თავის ჩინელ კოლეგასთან გამართა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოლაპარაკებებმა დახურულ კარს მიღმა სამ საათზე მეტხანს გასტანა.