ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი - აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი - აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.“ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ოპოზიციის რიტორიკის ცვლილებას აფასებს. ქადაგიძე იხსენებს რუსეთთან მიმართებით ოპოზიციის განცხადებებსაც  და აღნიშნავს, რომ რუსოფობიის გაღვივების შემდეგ, ოპოზიცია რუსეთთან ექსპორტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვალა ტრამპთან მიმართებითაც - თუ დონალდ ტრამპი აქამდე ამერიკის სირცხვილი იყო ქართული ოპოზიციისთვის, დღეს მას დემოკრატიის დამცველს უწოდებენ.

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.

ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ.

ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო…

ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…

საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.

ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.