რომან კაკულია: ზელენსკის განცხადება ომის დასრულების შესახებ, ნიშნავს რესურსების ნაკლებობას, რესურსების ნაკლებობა კი ნიშნავს აქცენტის ჩინეთთან ურთიერთობაზე გადატანას

რომან კაკულია: ზელენსკის განცხადება ომის დასრულების შესახებ, ნიშნავს რესურსების ნაკლებობას, რესურსების ნაკლებობა კი ნიშნავს აქცენტის ჩინეთთან ურთიერთობაზე გადატანას

ზელენსკის განცხადება ომის დასრულების შესახებ, ნიშნავს რესურსების ნაკლებობას, რესურსების ნაკლებობა ნიშნავს აქცენტის ჩინეთთან ურთიერთობაზე გადატანას, ჩინეთთან ურთიერთობის გადატანა ნიშნავს, რომ ჩინეთის ნებისმიერი წარმატება უნდა შეიზღუდოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„აქვე ვართ ჩვენ, აქვეა ანაკლიის პორტი, ამიტომ აქ ადეკვატურობა და ბეწვის ხიდზე ფრთხილი გავლა ძალიან რთული იქნება. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ევროპული კომპონენტი, იმიტომ, რომ ჩინეთსა და ევროპის ურთიერთობის გარდაუვალობაზე ბევრჯერ გვისაუბრია. როგორმე უნდა მოვახერხოთ და ეს ელემენტი შემოვიტანოთ და აქედან დავაბალანსოთ, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.

ამ ყველაფრის გარდა რაზეც ვისაუბრეთ, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩინეთთან დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ როგორ მოვახერხებთ ამას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ „დღის ქრონიკაში“.

უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაბრუნებას და ამას, შესაძლოა, დიპლომატიის ძალამ შეუწყოს ხელი, მაგრამ უკრაინა ბრძოლის ველზე მაინც ძლიერი უნდა იყოს.