დიდუბის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს.
დიღმის მასივის პირველის კვარტლის მე-12 კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 5ა კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ხოლო დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ დამატებით ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რადგან უხვი ნალექების დროს ტერიტორია იტბორებოდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.
პროექტს შპს „ანკლოვილი“ ახორციელებს.