დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას განაგრძობს.
დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებული სივრცის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიხედვით, სივრცეში უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საპარკე ინვენტარის მონტაჟი.
სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.