გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოეთ კერკირას მუნიციპალიტეტის ვიცე-მერებს იანის გარნელსა და თეოდოროს მავ-რონასს შეხვდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგი“ ფარგლებში ათენის ფოლკლორული ანსამბლ „კავკასია"-ს ორგანიზებით კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ქართველი და ბერძენი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.