რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი?

რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი?

წელის ტკივილის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს როგორც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ისე მჯდომარე ცხოვრების წესსა და უმოძრაობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი ძილი ან ვარჯიში იწვევს წელის ტკივილს. თუმცა, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა ხერხემლის რომელიმე პათოლოგია:

       სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

       კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთაშია დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

       ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პრობლემის ხასიათსა და სირთულეზე. ძირითადად, ამ პრობლემას მედიკოსები კომპლექსურად უდგებიან და ადამიანებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა - სწორად ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარის თქმა. ასევე მწვავე ტკივილის დროს პაციენტმა არ უნდა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს. ასევე რეკომენდებულია ორთოპედიული წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება, რომლებიც ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის მიდამოს იმობილიზაციას და ზურგის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. წელის ქამრებისა და კორსეტების მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი შეძენა, თბილისის გარდა, შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობასაც გთავაზობთ. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კომპანიის კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.