ორთოპედიული პროდუქტები განსხვავებული დანიშნულებისაა და მათ ადამიანები სხვადასხვა დაავადებისა და გართულების მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელია, რადგან ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემის დროს და მკურნალობის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ფიქსატორები - ძირითადად, ტრავმის შემდგომ პერიოდში და სხვადასხვა დაზიანების დროს ინიშნება. ისინი სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს. არსებობს კოჭის, მუხლის, სხივ-მაჯის, მხრისა და სხეულის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორი. ეს ორთოპედიული საშუალება გამოიყენება როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის პროცესში. ამ პროდუქტებს შორის არის ასევე სხვადასხვა ტიპის ორთეზი, რომელიც ხელს უწყობს იმობილიზაციასა და თაბაშირის შემცვლელად გამოიყენება.
● ვარიკოზის მოვლის საშუალებები - ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.
● ორთოპედიული ბალიშები - გამოიყენება როგორც სამედიცინო დანიშნულებით, ასევე კომფორტული ძილის, მგზავრობისა და ჯდომის დროს. პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, აფიქსირებს თავს, კისერსა და წელს ანატომიურ მდგომარეობაში, ხსნის დაჭიმულობისა და ტკივილის შეგრძნებას.
● წელის კორსეტები და ქამრები – აფიქსირებს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში და იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. მათ შორისაა ხერხემლის თიაქრის ქამრებიც, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ჩანართები და უზრუნველყოფენ დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას.
ორთოპედიული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ატვირთულია სამედიცინო პორტალზე - infomedical.ge.