თრომბი ყველაზე ხშირად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში ვითარდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
● ქვედა კიდურების ვენების დაავადებები;
● უმოძრაობა;
● ძვლების მოტეხილობა;
● გარკვეული მედიკამენტები;
● სიმსუქნე და სხვა.
თრომბის განვითარების ნიშნები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება - არტერიებში თუ ვენებში. ამ დაავადებას ახასიათებს ისეთი სიმპტომრბი, როგორიცაა:
● ტკივილი ერთ კიდურში;
● სიმძიმე და შეშუპება, რასაც თან ახლავს კანის ფერის შეცვლა;
● კიდურის დაბუჟება;
● ტკივილი მკერდის არეში.
თრომბის მკურნალობის პროცესში ეფექტურია თრომბის საწინააღმდეგო გეტრების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მათ იყენებენ როგორც თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
● მუხლამდე კომპრესიული წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე - infomedical.ge. გარდა ამისა, თრომბის პრევენციისთვის აუცილებელია თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა, წონაში დაკლება, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების რაციონი.