საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
სპორტულ დარბაზში ფედერაციის წარმომადგენლებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან წარმომადგენლები და რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე შეხვდნენ.