აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე თავის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შეცდომით, „ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბაიდენი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პასუხობდა.
„ფიქრობთ თუ არა, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს დონალდ ტრამპის დამარცხების შესაძლებლობა, თუ ის სიის პირველი ნომერი იქნებოდა“,- იკითხა ჟურნალისტმა
„ვიცე-პრეზიდენტად, ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს არ ავირჩევდი, რომ არ მჯეროდეს, რომ ის პრეზიდენტობისთვის საკმარისად კვალიფიციურია, ეს პირველ რიგში. თუმცა, ვფიქრობ, რომ მე პრეზიდენტობისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი ვარ. მას ერთხელ მოვუგე და მეორედაც მოვუგებ“,- განაცხადა ბაიდენმა.
იქამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით ვლადიმირ პუტინად მოიხსენია.