დიდუბის რაიონის გამგეობა უსახური ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, ავტოფარეხების დემონტაჟი წერეთლის გამზირის N11 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
უკვე განხორციელდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი, ოთხის კი იგეგმება. უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა.