დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, გამწვანების სამუშაოებსაც აქტიურად ახორციელებს. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-15 კორპუსის მიმდებარედ ფოთლოვანი ხე-მცენარეები - ფოტინია, ცაცხვი, ოლეანდრა და ხვიარა ვარდი დაირგო. გამწვანების სამუშაოებში დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო და არსებული ტერიტორიის განახლების გადაწყვეტილება მათთან ერთად მიიღო.
დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, ტერიტორიაზე განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა და მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე.