დემოკრატთა მხარდამჭერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლა უნდა დატოვოს. გამოკითხვის შედეგებით, რომელიც კომპანია YouGov-მა ჩაატარა.
ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის მომხრეა რესპონდენტთა 47%. უმრავლესობა მიზეზად თეთრი სახლის ლიდერის ასაკს ასახელებს. გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, დემოკრატიული პარტიის ახალი ნომინანტის წარდგენამდე ღია დებატები უნდა ჩატარდეს.