გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კომპანია ,,ბახვი ჰესი”-ს დირექტორთან გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ.
გურიის საჭადრაკო ისტორიაში პირველად, ლაზარე ჩხარტიშვილმა შეძლო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
ჩემპიონს კომპანია ,,ბახვი ჰესმა” საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.