დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების განახლება აქტიურად ხორციელდება. სხვადასხვა პროექტთან ერთად, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოცვაძის ქუჩის N12-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, რეაბილიტირდა უსაფრთხოების მოაჯირები, უახლოეს პერიოდში კი საპარკე ინვენტარი განთავსდება. პროექტის ღირებულება 45 000 ლარს შეადგენს.