ტეხასში ქარიშხალ „ბერილს“ მსხვერპლი მოჰყვა

ტეხასში ქარიშხალ „ბერილს“ მსხვერპლი მოჰყვა

ტროპიკულ ქარიშხალ „ბერილს“ ტეხასში სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის გამო შტატში დატბორილია გზატკეცილები, გაუქმებულია 1 300-ზე მეტი ავიარეისი, 2,7 მილიონ სახლს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გასულ კვირას „ბერილს“ მექსიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.