მარინ ლე პენი: ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

მარინ ლე პენი: ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები პირველი ტურის ფავორიტის „ნაციონალური ძალის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მომხრეებს მიმართა და თქვა, რომ მათი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.

„ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების მარცვალს დღევანდელ შედეგებში ვხედავ. პრეზიდენტ მაკრონის სიტუაცია კი გაუსაძლისია“, - განაცხადა ლე პენმა.

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს. მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია, მესამეზე კი მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“.